"აშშ კვლავ საქართველოს ერთგულია" - კვირის პალიტრა

"აშშ კვლავ საქართველოს ერთგულია"

საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თომას მელია, რომელიც  შეხვდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. "აშშ კვლავ საქართველოს ერთგულია, როგორც წარმატებული, სტაბილური, დამოუკიდებელი, დემოკრატიული, ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოსი. ეს ჩვენი საერთო მიზანია", - განაცხადა თომას მელიამ.