სააკაშვილის სკანდალური განცხადება
28-04-2014
სააკაშვილის სკანდალური განცხადება
ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, დაკითხვაზე მის დაბარებას ამერიკელებისა და ევროპელების მწვავე რეაქცია მოჰყვა. "ამერიკის ძალიან მაღალი თანამდებობის პირმა დაურეკა ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს, შემდეგ ელჩი მივიდა წერილით და უთხრეს, თქვენ, მგონი, ვერაფერი გაიგეთ, რადგან ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი დიდხანს ესაუბრა ღარიბაშვილს, რომ ეს არ გააკეთოს. უთხრეს, ჩვენ ძალიან გაბრაზებული ვართ და ეს ამ მთავრობას ძვირად დაუჯდება. მეტიც, უთხრეს, პირადად ივანიშვილს დავუწესებთ სანქციებს - მის ანგარიშებს დავაყადაღებთ, მის ფრანგულ მოქალაქეობას გადავხედავთ, ვეღარ
გადაადგილდება და შეექმნება პრობლემაო", - განაცხადა სააკაშვილმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

დავითი
28 აპრილი 2014 18:04
კიდევ ერთხელ ახდენს საკუთარი თავისა და პატრონების ლუსტრირებას. ძალიან საშიშია ესეთი ხელქვეითის ყოლა, ქვეყნისათვის კი ესეთი პრეზიდენტის ყოლა საერთოდ დამღუპველია.

რედაქტორის რჩევით