"გუნდის შექმნას არ ვაპირებ" - კვირის პალიტრა

"გუნდის შექმნას არ ვაპირებ"

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" ალტერნატიული პოლიტიკური გუნდის შექმნას არ აპირებს. "არანაირი ალტერნატიული ძალის ჩამოყალიბებაზე არც მიფიქრია და არც მიმაჩნია სწორად. მეტიც, ძალიან მინდა, თვითმმართველობის არჩევნებში მხარი დავუჭირო ჩემს მეგობარ დავით ნარმანიას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მისივე თქმით, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან საქმიანი ურთიერთობა აქვს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).