"მეეჭვება, მოღალატეები გვყავდეს"
28-04-2014
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ საუბრებს სპეკულაციას უწოდებს. "6%-იანი "ნაციონალური მოძრაობა" აგორებს ჭორებს, თითქოს რომელიმე მინისტრი აპირებს გადადგომას. აბა, მიმართეთ, რომელი მინისტრი აპირებს გადადგომას, რაღაც გადატრიალების მცდელობას და ა.შ? მე არა მგონია და ძალიან მეეჭვება, რომ ჩვენს გუნდში იყოს ოთხი თუ ხუთი მოღალატე. მოღალატეებს საკადრისი პასუხი გაეცემათ. ძალიან მარტივი გასაგებია, სპეკულაციები რატომ მიმდინარეობს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერის განმარტებით, ამის მიზანია, მოსახლეობაში შეიტანონ დაძაბულობა და არასტაბილურობის განცდა
გააჩინონ (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით