"ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კამპანია დაიწყო - კვირის პალიტრა

"ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კამპანია დაიწყო

საარჩევნო ბლოკმა "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კამპანია დაიწყო და სპორტის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე თვითმმართველ ქალაქებში მერობის კანდიდატები დაასახელა. კანდიდატები პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა. ღონისძიებას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.  12 ქალაქში მერობის კანდიდატები იქნებიან: თბილისი - დავით ნარმანია; რუსთავი - დავით ჯიქია; ქუთაისი - შოთა მურღულია; გორი - ზურაბ ჯირგველიშვილი; ბათუმი - გიორგი ერმაკოვი; ფოთი - ირაკლი კაკულია; ზუგდიდი - ირაკლი გოგოხია; მცხეთა - ავთანდილ ნემსიწვერიძე; თელავი - პლატონ კალმახელიძე; ოზურგეთი - ბეგლარ სიორიძე; ახალციხე - გიორგი კოპაძე; ამბროლაური - რატი ნამგალაძე. "ჩვენ უნდა ვისწავლოთ პასუხისმგებლობის აღება ჩვენს სოფელსა თუ ქალაქზე, ჩვენს რაიონზე, ჩვენს ქვეყანაზე. ხალხს ახლა ეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ გააკონტროლოს ხელისუფლება. ეს ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა. ჩვენ ვეუბნებით ხალხს, რომ თავად, ჩვენთან ერთად, მართონ ქვეყანა. მხოლოდ ხალხის მიერ არჩეული თვითმმართველი ერთეულებისათვის რეალური ადმინისტრაციული ბერკეტების გადაცემით მოხდება საქართველოს რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება", - აღნიშნა ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).