ივანიშვილი უმრავლესობასთან შეხვედრას დაესწრო
"ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრას დაესწრო. "მან წარმატება უსურვა კოალიციის კანდიდატებს წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების წინ და კიდევ ერთხელ შეახსენა მთელ გუნდს პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე", - ნათქვამია პრემიერის "ფეისბუკის" გვერდზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ ინფორმაციაში. კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" 25 აპრილს წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო.