სისხლიანი კალო უკრაინაში - კვირის პალიტრა

სისხლიანი კალო უკრაინაში

ოდესაში პრორუს აქტივისტებსა და უკრაინის ერთიანობის მომხრეებს შორის შეტაკებისას 43 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა. ქვეყნის ერთიანობის მომხრეები აქციას მართავდნენ, მათ პრორუსულად განწყობილმა ადამიანთა ჯგუფებმა გზა გადაუღობეს და  ხმოვანი ყუმბარების სროლა დაუწყეს. გააფთრებული შეტაკებები იყო პროფკავშირების სახლთან, სადაც მხარეებმა ერთმანეთს "მოლოტოვის კოქტეილები" დაუშინეს. პროფკავშირების სახლი გადაიწვა. დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში სეპარატისტებმა 25 აპრილს მძევლად აყვანილი ჟურნალისტები და ეუთოს სამხედრო დამკვირვებლები გაათავისუფლეს. ეუთოს სამხედრო დამკვირვებლებთან ერთად გათავისუფლებულია ხუთი უკრაინელი ოფიცერიც.