დავით კოდუას სცემეს - კვირის პალიტრა

დავით კოდუას სცემეს

აბაშიძის ქუჩაზე ბიზნესმენ დავით კოდუას, რომელიც სოდ-ის ყოფილი უფროსის, ერეკლე კოდუას ძმაა, სცემეს. კოდუას ახლობლების თქმით, მას ელექტროშოკით შეიარაღებული სამი-ოთხი ნიღბიანი დაესხა თავს. დავით კოდუას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. შსს-ს ცნობით, პოლიციას ჩაჰბარდა ნოშრევან ნამორაძე, რომელმაც კოდუას ცემა აღიარა. ნამორაძის მეუღლე ნინო სუთიძის განცხადებით, 2008 წელს ირაკლი კოდუას დავალებით მათ სახლში შევიდნენ და ნოშრევან ნამორაძეს 15 გ ჰეროინი ჩაუდეს. ნოშრევანი ""ტიფლის დეველოპმენტის"" დამფუძნებელი იყო.  ""დავით კოდუას უნდოდა ჩემი მეუღლის კუთვნილი წილი, რადგანაც არ უფორმებდა, ძმასთან ერთად დაგეგმა მისი დაჭერა, ამიტომ ჩაუდეს ნარკოტიკი და დააპატიმრეს. გადაახდევინეს 500 ათასი ლარი, დაათმობინეს 50-პროცენტიანი წილი, რომელიც ჩემს სახელზე იყო გაფორმებული. ჩამომსვეს ჩემი კუთვნილი ავტომანქანა ""რენჯროვერ სპორტიდან"". ამ ყველაფრის შემდეგ ჩემი მეუღლე გამოუშვეს. წლები გავიდა.  როცა მთავრობა შეიცვალა, პროკურატურაში საჩივარი შევიტანეთ"... ნინო სუთიძემ  უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დავით კოდუაზე თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ. " "ვინც ნიღბებით არის, ის პოლიციაში არ მიდის და არ ამბობს სიმართლეს"", - დასძინა ნინო ნამორაძემ (ვრცლად იხ. გვ 5).