"ბავშვის გარდაცვალებაზე მოკვლევა დაიწყო" - კვირის პალიტრა

"ბავშვის გარდაცვალებაზე მოკვლევა დაიწყო"

იაშვილის კლინიკაში მცირეწლოვან დავით ვეფხვაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო. ბავშვი 25 აპრილს გარდაიცვალა.  ექიმების თქმით, მას თანდაყოლილი პათოლოგიური დაავადება ჰქონდა. ოჯახის ახლობლები კი აცხადებენ, რომ  მკურნალმა ექიმმა,  რესპირატორული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პაატა გვეტაძემ, ოჯახს ფორმა 100 არ მისცა, რომ ბავშვი კლინიკიდან გაეყვანათ და სამკურნალოდ ისრაელში წაეყვანათ. ბავშვის გარდაცვალების შემდეგ დავით ვეფხვაძის ბაბუა პაატა გვეტაძეს ფიზიკურად გაუსწორდა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).