"რუსეთი გავლენას ვერ მოახდენს" - კვირის პალიტრა

"რუსეთი გავლენას ვერ მოახდენს"

საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ნატოს გენმდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი. მან ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან. "ჩვენ რეგულარულად ვაფასებთ საქართველოს პროგრესს ორ საკითხზე დაყრდნობით - რეფორმები და საქართველოს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოებაში", - განაცხადა აპატურაიმ. მისივე თქმით, ძალაში რჩება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და რუსეთი ამაზე გავლენას ვერ მოახდენს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).