"ყოფილი "ნაციონალები " სიაში არ იქნებიან" - კვირის პალიტრა

"ყოფილი "ნაციონალები " სიაში არ იქნებიან"

ვიცე-პრემიერის, პარტია "ქართული ოცნების" გენერალურ მდივან კახა კალაძის განცხადებით, ყოფილი "ნაციონალები" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას საარჩევნო სიებში არ იქნებიან. "მე ვარ პასუხისმგებელი, როგორც პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, რომ ეს პიროვნებები სიაში არ იქნებიან", - განაცხადა კალაძემ.  თბილისის საკრებულოს მოქმედმა თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა, რომ გული არ დასწყდება, თუ საარჩევნო სიაში არ იქნება (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).