ანტიდისკრიმინაციული კანონი
05-05-2014
ანტიდისკრიმინაციული კანონი
პარლამენტის მიერ  "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონპროექტის განხილვა ვნებათაღელვის ფონზე მიმდინარეობდა. კანონპროექტის საფუძველზე იკრძალება ადამიანის ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია ისეთი ნიშნებით, როგორიცაა: ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეზღუდული შესაძლებლობა, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, პროფესია და სხვა. სასულიერო პირებისა და საზოგადოების ნაწილის აღშფოთება აღნიშნულ ჩამონათვალში "სექსუალური ორიენტაციის"ა და "გენდერული იდენტობის" პუნქტების არსებობამ გამოიწვია, რაც მათი აზრით, "ცოდვისა და უზნეობის დაკანონებას ნიშნავს". სასულიერო პირები პარლამენტში ადამიანის უფლებათა
დაცვის კომიტეტის სხდომას დაესწრნენ. სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა და სასულიერო პირებმა ის პროტესტის ნიშნად დატოვეს, მოგვიანებით კი საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდნენ. თბილისსა და ქუთაისში ანტიდისკრიმინაციული კანონის მოწინააღმდეგეებმა აქციები გამართეს. სასულიერო პირებისა და საზოგადოების ნაწილის პროტესტის ფონზე დეპუტატებმა კანონპროექტის რამდენიმე მუხლი ჩაასწორეს, კერძოდ, კანონპროექტში ""საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დაცვის"" ცნება ჩაიდო და ამ მიზნით განხორციელებული
ქმედება პირის დისკრიმინაციად არ ჩაითვლება. საბოლოოდ, პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი 115 ხმით ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა (ვრცლად იხ. გვ. 35, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

luxo
05 მაისი 2014 15:56
Mmoqmedeba, rac adamianis sxeulisaTvis anatomiurad miuRebelia, aisaxeba pirovnebis fsiqikaze da piriqiT, amitom fsiqikuri Seusabamoba anu adamianis anatomiur sxeulze Zaladoba, SeiZleba gaxdes, adamianis organos an oganoebis gadagvarebis, anu funqciis Secvlis mizezi. Ees aris regresiuli evoliuicia, rac gentikuradac SeiZleba dafiqsirdes, aseTi Seusabamo azrovnebaTa da moqmedebaTa kompleqsi gaxda, adamianis gamaimunebis mizezi.

რედაქტორის რჩევით