ანტიდისკრიმინაციული კანონი - კვირის პალიტრა

ანტიდისკრიმინაციული კანონი

პარლამენტის მიერ  "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონპროექტის განხილვა ვნებათაღელვის ფონზე მიმდინარეობდა. კანონპროექტის საფუძველზე იკრძალება ადამიანის ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია ისეთი ნიშნებით, როგორიცაა: ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეზღუდული შესაძლებლობა, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, პროფესია და სხვა. სასულიერო პირებისა და საზოგადოების ნაწილის აღშფოთება აღნიშნულ ჩამონათვალში "სექსუალური ორიენტაციის"ა და "გენდერული იდენტობის" პუნქტების არსებობამ გამოიწვია, რაც მათი აზრით, "ცოდვისა და უზნეობის დაკანონებას ნიშნავს". სასულიერო პირები პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომას დაესწრნენ. სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა და სასულიერო პირებმა ის პროტესტის ნიშნად დატოვეს, მოგვიანებით კი საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდნენ. თბილისსა და ქუთაისში ანტიდისკრიმინაციული კანონის მოწინააღმდეგეებმა აქციები გამართეს. სასულიერო პირებისა და საზოგადოების ნაწილის პროტესტის ფონზე დეპუტატებმა კანონპროექტის რამდენიმე მუხლი ჩაასწორეს, კერძოდ, კანონპროექტში ""საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დაცვის"" ცნება ჩაიდო და ამ მიზნით განხორციელებული ქმედება პირის დისკრიმინაციად არ ჩაითვლება. საბოლოოდ, პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი 115 ხმით ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა (ვრცლად იხ. გვ. 35, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).