"თურქეთში არც ერთი ქართული ტაძარი მოქმედი არ არის"
05-05-2014
"თურქეთში არც ერთი ქართული ტაძარი მოქმედი არ არის"
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა.  პატრიარქი ანკარაში თურქეთის რელიგიის საქმეთა სამმართველოს ხელმძღვანელ მეჰმეტ გორდეზის შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლებისა და რელიგიურ-კულტურული ძეგლების რესტავრაცია-მშენებლობის საკითხები.  ამასთან, თურქეთის მხარემ აჭარაში აზიზიეს და ახალციხეში აჰმედის მეჩეთთან დაკავშირებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება. აღნიშნეს, რომ ქართული ტაძრების - იშხნისა და ოშკის რესტავრაციის ფარგლებში დადებული ხელშეკრულების თანახმად, საქართველოში მოცულობითი მეჩეთის აგებაც არის განსაზღვრული. 

საქართველოს პატრიარქმა აღნიშნა, რომ
მუსლიმან მოსახლეობას საქართველოში რელიგიური აღმსარებლობის ყველა პირობა აქვს, რისი მაგალითიც საქართველოში 311 მოქმედი მეჩეთია და ეს ხდება მაშინ, როცა თურქეთის ტერიტორიაზე არც ერთი ქართული ტაძარი მოქმედი არ არის. უწმინდესმა ოშკისა და იშხნის სარესტავრაციო სამუშაოებში ქართველი სპეციალისტებისა და მეცნიერების ჩართვა მოითხოვა.

ჯავახხელი
05 მაისი 2014 10:33
არ გვეყო ეს შემწყნარებლობა? არცერთი მეჩეთი აღარ უნდა აშენდეს, სანამ 311 ეკლესია-მონასტერი არ იმოქმედებს თურეთში, 311 აზერბაიჯანში და ა.შ. აზიზია არა კვახი..თურქებმა ძაან გადაისხეს თAვზე და მაგაზე პასუხი მოეთხოვებათ..

რედაქტორის რჩევით