უკრაინაში მსხვერპლი იზრდება - კვირის პალიტრა

უკრაინაში მსხვერპლი იზრდება

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში სამთავრობო ჯარებსა და უკანონო ფორმირებებს შორის შეტაკება გრძელდება. უკრაინული ჯარების მიერ მარიუპოლზე შეტევისას 7 კაცი დაიღუპა. მსხვერპლი მოჰყვა ბრძოლებს სლავიანსკსა და კრამატორსკში. ოდესაში განვითარებული მოვლენები კი დასავლურმა პრესამ "ოდესის სასაკლაოდ" მონათლა - უკრაინის ერთიანობის მომხრეებისა და პრორუს აქტივისტებს შორის შეტაკებას 43 კაცი ემსხვერპლა. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, აღმოსავლეთ რეგიონებში მილიციის საბოტაჟმა ფართო მასშტაბი მიიღო - სამართალდამცველები უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წევრებს წინააღმდეგობას არ უწევენ ან მათ მხარეს გადადიან. ოფიციალური კიევის მტკიცებით, უახლოეს მომავალში მოსკოვი უკრაინაში დაქირავებული ბოევიკების ახალ ნაკადს შეგზავნის.