უკრაინაში მსხვერპლი იზრდება
12-05-2014
უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში სამთავრობო ჯარებსა და უკანონო ფორმირებებს შორის შეტაკება გრძელდება. უკრაინული ჯარების მიერ მარიუპოლზე შეტევისას 7 კაცი დაიღუპა. მსხვერპლი მოჰყვა ბრძოლებს სლავიანსკსა და კრამატორსკში. ოდესაში განვითარებული მოვლენები კი დასავლურმა პრესამ "ოდესის სასაკლაოდ" მონათლა - უკრაინის ერთიანობის მომხრეებისა და პრორუს აქტივისტებს შორის შეტაკებას 43 კაცი ემსხვერპლა. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, აღმოსავლეთ რეგიონებში მილიციის საბოტაჟმა ფართო მასშტაბი მიიღო - სამართალდამცველები უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წევრებს წინააღმდეგობას არ უწევენ ან მათ მხარეს გადადიან.
ოფიციალური კიევის მტკიცებით, უახლოეს მომავალში მოსკოვი უკრაინაში დაქირავებული ბოევიკების ახალ ნაკადს შეგზავნის.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით