ტრაგედია ახალსოფელში - კვირის პალიტრა

ტრაგედია ახალსოფელში

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფელში მშენებარე ეკლესიის გუმბათი ჩამოინგრა, რის შედეგად ორი კაცი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. დაღუპულთაგან ერთი სტიქაროსანი იყო. ისინი ეკლესიის მშენებლობაზე უანგაროდ მუშაობდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, უბედური შემთხვევის მიზეზი უხარისხო სამშენებლო მასალა და ხარაჩოების დროზე ადრე მოხსნაა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებს საპატრიარქოს კომისიაც შეისწავლის. სოფლის მოსახლეობა ეკლესიის მშენებლობის გაგრძელებას ითხოვს (ვრცლად იხ. გვ. 5, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).