"ყველა სცენარისთვის ვემზადებით" - კვირის პალიტრა

"ყველა სცენარისთვის ვემზადებით"

თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას განცხადებით, 2008 წლის აგვისტოში ომი რუსეთმა დაიწყო და ეს თემა დახურულია. მისი თქმით, დღეს საბრძოლო მოქმედებების განახლების საფრთხე მცირეა, მაგრამ ქართული მხარე ყველა სცენარისთვის ემზადება. "მე აბსოლუტურად ვიზიარებ იმ პოლიტიკას, რომელიც აქვს საქართველოს მთავრობას, რომ არ მივცეთ არანაირი მიზეზი იმისა, რუსეთი რაიმე ფორმით, პოლიტიკური თუ სხვა ფორმით თავს დაესხას საქართველოს, მაგრამ ამასთან ერთად ჩვენ ვემზადებით ყველა სცენარისთვის", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.