"ეს პროვოკაციაა!" - კვირის პალიტრა

"ეს პროვოკაციაა!"

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი "რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა ჩართულია "ნაციონალური მოძრაობის" კამპანიაში.

"მინდა ყველაფერს თავისი სახელი დავარქვა. ჩვენ დღეს მოვისმინეთ გვარამიას პირდაპირი ბრალდებები, რომ ამ ე.წ. სკანდალის უკან დგას დღევანდელი ხელისუფლება და პირადად მე. მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ეს ადამიანები, რომლებიც დღეს ამტკიცებენ ამ ე. წ. სიმართლეს, ასეთივე პროფესიონალიზმით ამტკიცებდნენ იმ სიცრუეს, რომელსაც უკეთებდნენ ტირაჟირებას მთელი 9 წლის განმავლობაში", - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ეს არის ხელისუფლების საწინააღმდეგო ძალიან კარგად მოფიქრებული პროვოკაცია (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).