"რუსთავი 2"-ის სკანდალი
12-05-2014
პროკურატურამ "რუსთავი 2"-ში აღმოჩენილ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებული შუალედური მასალები გამოაქვეყნა. უწყების ცნობით, პროკურატურას ტელეკომპანიის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა თეიმურაზ კოვზიაშვილმა მიმართა. პროკურატურის ცნობით, მან გამოძიებას მიაწოდა ტელეკომპანიის სათვალთვალო კამერების 2012 წლის 21 დეკემბრის ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ იმ დღეს ტელეკომპანიაში იმყოფებოდნენ მიხეილ სააკაშვილის დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის თანამშრომლები, რომლებიც სპეცაპარატურის გამოყენებით აწარმოებდნენ ტექნიკურ სამუშაოებს, მათ შორის ნიკა გვარამიასა და ნინო შუბლაძის სამუშაო ოთახებშიც.
"ამ დღის შემდეგ კოვზიაშვილი დაინტერესდა ხსენებული
პირების ვიზიტის შედეგებით, რა დროსაც ტელეკომპანიის ერთ-ერთი კაბინეტის ჭერში აღმოაჩინა ფარული აუდიო-ვიდეომოწყობილობის მონტაჟის კვალი და ეს დაუყოვნებლივ აცნობა ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, რომელსაც ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ ამ საკითხზე არ ენერვიულა, ჩვეულ რეჟიმში გაეგრძელებინა საქმიანობა და ზედმეტი ინიციატივები არ გამოეჩინა. ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების
შემდეგ, მან სცადა ნიკოლოზ გვარამიასთან გასაუბრება, რასაც ვერ მიაღწია და შედეგად გაათავისუფლეს თანამდებობიდან", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. ნიკა გვარამიამ პროკურატურის ვერსიას აბსურდული უწოდა და ხელისუფლებას ჯოჯოხეთის მოწყობას დაჰპირდა. "თქვენი საკუთარი მაღალჩინოსნები რომ გყავთ ჩაწერილი, იმას რომ მოგასმენინებთ, მაშინ რას იტყვით?!" - განაცხადა გვარამიამ (ვრცლად იხ. გვ. 10, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით