NDI-ს კვლევები - კვირის პალიტრა

NDI-ს კვლევები

NDI-ს კვლევების მიხედვით, რესპონდენტთა უმეტესობას - 96%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი მოსწონს. შემდეგ ადგილებს კი რეიტინგში უკვე პოლიტიკოსები ინაწილებენ. მთავრობის წევრებს შორის რესპონდენტებს ყველაზე მეტად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მოსწონთ - 67%-ს (12%-ს არ მოსწონს). მოწონების რეიტინგში შემდეგი პოზიციები უკავიათ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს (64%-ს მოსწონს, 15%-ს - არა), დავით უსუფაშვილს (61%-ს მოსწონს, 18%-ს - არა), კახა კალაძეს (51%-ს მოსწონს, 24%-ს - არა), ბიძინა ივანიშვილს (51% მოსწონს, 24%-ს - არა), დავით ბაქრაძეს (51% მოსწონს, 30%-ს - არა) და ა.შ.; შეკითხვაზე "ვის ისურვებდით ყველაზე მეტად თბილისის მერად მათგან, ვინც არჩევნებში მონაწილეობს?", დავით ნარმანიას სასარგებლოდ პირველ არჩევანს რესპონდენტთა 39% აკეთებს, ხმას პირველ რიგში ნიკოლოზ მელიას მისცემდა 10%, "ნინო ბურჯანაძე-ერთიან ოპოზიციას" - 9%, 4% პასუხზე უარს აცხადებს, 2% კი პირველ არჩევანად ლეიბორისტულ პარტიას ასახელებს.

შეკითხვაზე, "ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?", გამოკითხულთა 48% პირველ არჩევანად ასახელებს კოალიცია "ქართულ ოცნებას", 19%-მა არ იცის, 12% ხმას "ნაციონალურ მოძრაობას" მისცემდა, შეკითხვაზე უარს აცხადებს 8%, 4% - ქდმ-ს, ასევე 4% - ლეიბორისტულ პარტიას. NDI-ს კვლევის თანახმად, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დავით ნარმანიას აქვს, მეორე-მესამე ადგილებს კი გია გაჩეჩილაძე და კახა კუკავა იკავებენ, მესამე ადგილას კი ნიკა მელიაა.