ქართულ-თურქულ-აზერბაიჯანული სამიტი გაიმართა
12-05-2014
ქართულ-თურქულ-აზერბაიჯანული სამიტი გაიმართა
საქართველოს დედაქალაქში სამიტი "თბილისი 2014" გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თურქეთის პირველი პირი აბდულა გიული და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. სამიტზე მხარეებმა სამომავლო პროექტები განიხილეს. "ეს სამიტი უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ სხვა მრავალი ქვეყნისთვისაც, მრავალი მილიონი ადამიანისთვის", - განაცხადა მარგველაშვილმა. აბდულა გიულის თქმით კი, გულწრფელი ურთიერთობა სამ ქვეყანას შორის რეგიონს ინვესტიციებისთვის უმნიშვნელოვანეს ცენტრად აქცევს. "არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, განსაკუთრებით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-არზრუმის გაზსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი.
მთელი მსოფლიო დიდი ყურადღებითა და პატივისცემით აკვირდება მათ განხორციელებას", - განაცხადა გიულიმ (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით