"უკანონობის დაკანონება ცოდვაა" - კვირის პალიტრა

"უკანონობის დაკანონება ცოდვაა"

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ ანტიდისკრიმინაციულ კანონზე საუბრისას ბრძანა, რომ არც ერთი მორწმუნე არ მიიღებს ასეთ კანონს. როგორც უწმინდესმა ბრძანა, საქართველოში არასდროს არავის ჩაგრავდნენ, ყველა თავისუფლად გრძნობდა თავს, მაგრამ არის საკითხები, რომლის დაშვება არ შეიძლება. "როგორ შეიძლება უკანონობა დააკანონო. უკანონობის დაკანონება დიდი ცოდვაა და სწორედ ამის შესახებ ვთქვი. მე რომ არ მეთქვა, ის იქნებოდა გასაკვირი და საოცარი. მე ვალდებული ვიყავი, მეთქვა. არც ერთი მორწმუნე არ მიიღებს ასეთ კანონს და მინდა ვთქვა, რომ გავა დრო, როცა ჩვენ თვითონ გაგვიკვირდება, თუ როგორ იქნა მიღებული ეს კანონი. მე შევთხოვე უფალს, რომ შეგვინდოს შეცოდებანი ჩვენი, ნებსითნი და უნებლიეთნი. ღმერთი მოწყალეა და ღმერთი გვაპატიებს ჩვენს ცოდვებს", - ბრძანა პატრიარქმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).