"უკანონობის დაკანონება ცოდვაა"
12-05-2014
"უკანონობის დაკანონება ცოდვაა"
უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ ანტიდისკრიმინაციულ კანონზე საუბრისას ბრძანა, რომ არც ერთი მორწმუნე არ მიიღებს ასეთ კანონს. როგორც უწმინდესმა ბრძანა, საქართველოში არასდროს არავის ჩაგრავდნენ, ყველა თავისუფლად გრძნობდა თავს, მაგრამ არის საკითხები, რომლის დაშვება არ შეიძლება. "როგორ შეიძლება უკანონობა დააკანონო. უკანონობის დაკანონება დიდი ცოდვაა და სწორედ ამის შესახებ ვთქვი. მე რომ არ მეთქვა, ის იქნებოდა გასაკვირი და საოცარი. მე ვალდებული ვიყავი, მეთქვა. არც ერთი მორწმუნე არ მიიღებს ასეთ
კანონს და მინდა ვთქვა, რომ გავა დრო, როცა ჩვენ თვითონ გაგვიკვირდება, თუ როგორ იქნა მიღებული ეს კანონი. მე შევთხოვე უფალს, რომ შეგვინდოს შეცოდებანი ჩვენი, ნებსითნი და უნებლიეთნი. ღმერთი მოწყალეა და ღმერთი გვაპატიებს ჩვენს ცოდვებს", - ბრძანა პატრიარქმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

luxo
14 მაისი 2014 15:11
ყველაფრი, რაც დღემდე წარმოშობილა და არსებობს, ელექტრონებითა და მიონებით დაწყებული, სამყაროს უთვალავი, მცირე და დიდი ციური სხეულით დამთავრებული,თვით დედამიწაზე ცოცხალი და არა ცოცხალი ბუნების მრავალსახეობათა მონაცვლებით, წარმოშობითა და გაქრობით, ადამიანისა და ზოგადად სიცოცხლის ევოლუციის გზით წარმოშობაზე მიგვანიშნებს და თუ ამ მინიშნებას, რიცხვით გამოვხატავთ ის შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც ციფრი 0,999999... და ის 0,000001, რომელიც აკლია ირაციონალურს რომ რაციონალურ რიცხვად გადაიქცეს, მიუხედავად თავისი სიმცირისა, მეტი იქნება, და გადასწონის თავისზე დიდს, სანამ არ გაეცემა პასუხი კითხვას: - რატომ არა რის სიცოცხლე სხვაგან, ამ უკიდეგანო სამყაროში? და თუ არის, რატომ ვერ აღმოვაჩინეთ ან არ აღმოგვაჩინეს?
ამიტომ შევყურებ ცას და დავეძებ უფალს!
*

რედაქტორის რჩევით