ილია II-მ საშობაო ეპისტოლეში აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა - კვირის პალიტრა

ილია II-მ საშობაო ეპისტოლეში აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საშობაო ეპისტოლეში საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა.

პატრიარქი ბრძანებს, რომ განათლების რეფორმისას დაშვებული შეცდომების შედეგად, მოზარდები ცოდნის შეძენის სურვილს უკვე ნაკლებად ამჟღავნებენ, სამეცნიერო მოღვაწეობა კი არაპრესტიჟულად მიაჩნიათ, რადგან ხედავენ, რომ ინტელიგენციას დაფასება არა აქვს. "მეცნიერების განვითარების გარეშე ქვეყანას არა აქვს მომავალი, ერის სულიერებისა და განათლების ერთ-ერთ უმთავრეს ძალას სწორედ მეცნიერები წარმოადგენენ"", - ბრძანებს პატრიარქი.

უწმინდესმა სკოლებში ანალიტიკური აზროვნების კურსის შემოღების აუცილებლობაზეც ისაუბრა (იხ. გვ. 6,12).