მიწისძვრას პანიკა მოჰყვა
26-05-2014
24 მაისს ეგეოსის ზღვაში, საბერძნეთის კუნძულ სამოთრაკთან, დაახლოებით 6.5 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები ყველაზე მეტად თურქეთში იგრძნობოდა. მიწისძვრის შედეგად ბალიქესირის პროვინციაში 266 კაცი დაშავდა. უმრავლესობამ დაზიანება მიწისქვეშა ბიძგების დროს დაწყებული პანიკისას მიიღო. არსებული ინფორმაციით, ბალიქესირის რამდენიმე ქალაქში შენობები დაზიანდა. საბერძნეთში მიწისძვრას ნგრევა არ გამოუწვევია.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით