ერთიანი გენერალური ინსპექცია? - კვირის პალიტრა

ერთიანი გენერალური ინსპექცია?

ხელისუფლება ერთიანი უნიფიცირე-ბული გენერალური ინსპექციის ჩამოყალიბების საკითხს განიხილავს. ამ თემაზე მუშაობა მიმდინარეობს მთავრობაში და საკითხზე დისკუსია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ერთ-ერთი ჯგუფის ფარგლებშიც დაწყებულია. დეპუტატ თინა ხიდაშელის ცნობით, ერთ-ერთ ვარიანტად აუდიტის სამსახურის მოდელი განიხილება. "მაგალითად, განათლების სამინისტროს სისტემაში არის გენერალური ინსპექცია. თუკი იქ რაიმე საჩივარი შედის, შემდეგ სულ არის პრობლემა, რომ თანამდებობის პირი მინისტრის დანიშნულია, ამიტომ აზრი არც აქვს საჩივრის შეტანას, რადგან მინისტრი მისსავე დანიშნულ პირზე გამოძიებას არ დაიწყებს. ამიტომ ამოცანა გვეუბნება, რომ უნდა მოიგონო სისტემა, რომელიც მთელი ამ სტრუქტურების გარეთ დგას და დამოუკიდებელია", - განაცხადა ხიდაშელმა.