მაკკეინი ოპოზიციას ბათუმში შეხვდება - კვირის პალიტრა

მაკკეინი ოპოზიციას ბათუმში შეხვდება

სენატორი ჯონ მაკკეინი, რომელიც ბათუმში ენერგეტიკის საკითხებისადმი მიძღვნილ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, ოპოზიციასაც შეხვდება. "ალიანსი საქართველოსთვის" თანათავმჯდომარე დავით უსუფაშვილის განცხადებით, შეხვედრა ამერიკელ სენატორთან ბათუმში გაიმართება.

"ეს არაოფიციალური შეხვედრა იქნება. წინასწარ არ არის გაწერილი, რა თემებზე იქნება საუბარი. თუმცა, მოგეხსენებათ, რომ სენატორი მაკკეინი საქართველოს გეოპოლიტიკური პრობლემების ღრმა ცოდნით გამოირჩევა და ჩვენი ქვეყნის დიდი გულშემატკივარია. სავარაუდოდ, ბოლო ვიზიტის შემდეგ მან საქართველოს შიდა პოლიტიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების საკითხებში ბევრი რამ გადააფასა. ასე რომ, საინტერესო შეხვედრა გველის", - განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ შეხვედრაზე ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებსაც განიხილავენ.