"სააკაშვილის მადლიერი ვარ" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის მადლიერი ვარ"

ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, დასავლეთში ბელორუსიის ინტერესების დასაცავად ისე არავინ იბრძოდა, როგორც მიხეილ სააკაშვილი. "მიხეილ სააკაშვილი ამერიკას შენობით ელაპარაკებოდა. აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს ყოველთვის ეუბნებოდა, რომ არასწორად განიხილავენ ბელორუსიის საკითხს და რომ არ იყო საჭირო სანქციები. ამისთვის მისი მადლიერი ვარ. სააკაშვილი ამას საჯაროდ აკეთებდა. ჩვენ ვმეგობრობდით და ახლაც სიამოვნებით შევხვდებოდი, მაგრამ, ვფიქრობ, რუსეთში ეს არ მოეწონებათ", - განაცხადა ლუკაშენკომ.