"რუსეთს ალასანიას განცხადებები აშფოთებს" - კვირის პალიტრა

"რუსეთს ალასანიას განცხადებები აშფოთებს"

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ ალექსანდრ ლუკაშევიჩის განცხადებით, მოსკოვს აშფოთებს საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას მოწოდება, საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განთავსების თაობაზე. მისი თქმით, თავდაცვის მინისტრი უნდა ზრუნავდეს თავისი სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე, მინიმუმ, მხედველობაში უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების პრობლემები და მეზობელი სახელმწიფოები. "თბილისის განზრახვებზე ჩვენ კითხვები გვიჩნდება, თუ რა აქვთ მხედველობაში და ვისგან უნდა დაიცვას ამ სისტემებმა", - განაცხადა ლუკაშევიჩმა.