"საერთო მომავალს ავაშენებთ"
26-05-2014
"საერთო მომავალს ავაშენებთ"
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოს შეხვდა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქართული მხარე მზად არის, ევროკავშირთან ერთად საერთო მომავალი ააშენოს. "27 ივნისს ჩვენ ხელს მოვაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირ-საქართველოს შორის. ეს ხელშეკრულება ჩვენს ურთიერთობას თვისებრივად ახალ დონეზე აიყვანს. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის საქართველოს ევროპეიზაციის გენერალური გეგმა, რომელიც უამრავ შესაძლებლობასა და უპირატესობას მოუტანს საქართველოს", - განაცხადა ღარიბაშვილმა. პრემიერის თქმით, საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროკავშირის
29-ე წევრი სახელმწიფო გახდეს. "ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირის წევრობას ვერ შევთავაზებთ, მაგრამ მაქსიმალურ დაახლოებას ვთავაზობთ", - განაცხადა ბაროზომ. ის დარწმუნებულია, რომ საქართველო ეკონომიკურ პროგრესს მიაღწევს და ევროკავშირისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს. ამასთან, ბაროზოს განცხადებით, ის გარანტიას აძლევს ქართველ ხალხს, რომ ვერავინ ჩაერევა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში. "პუტინი
დაგვპირდა, რომ ხელს არ შეუშლის საქართველოს მოლაპარაკებას ასოცირების ხელშეკრულებაზე", - აღნიშნა ბაროზომ (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

ana
28 მაისი 2014 02:57
რას დავემგვანეტ,როგორ ვერაფერს ვხდებიტ,.რა ხდება უკრაინაში?და რას აკეტებს ევროკავშირი??ტქვენ კანონის მიღებიტ იძახდიტ ევროკავშირში გავწევრიანდებიტო,მაგრამ რა მოხდა,რა გიტხრატ ბაროზომ ბატონო პრემიერო?? ტქვენ ტუ ნახეტ რას ამბობს რუსეტი?ან რას ამბობდნენ ევროპელი პოლიტიკოსები ამ საკიტხზე?რომ რუსეტს აღიზიანებდა საქარტველოს საკიტხი გაწევრიანებასტან დაკავშირებიტ,და იყო საფუძვლიანიც.. როგორ დაგვიცავ შემდეგ პრემიერო რუსეტისაგან,როცა შემოგვიბრუნდება?? დიდი დრო დარჩა მატ აგრესიამდე?? ევროპა საკუტარ ხალხს გაზის გარეშე არ დატოვებს, არც ამერიკა , ასე რომ მარტო ვრჩებიტ ,ვის და რის იმედად??
vep1963
26 მაისი 2014 16:35
პუტინი დაგვპირდაო????.პუტინის დაპირებას კიდევ თუ ენდობით და კარგად ყოფილა ტქვენი და კიდევ უფრო კარგად ჩენი საქმე.

რედაქტორის რჩევით