კომისარი შეშფოთებულია - კვირის პალიტრა

კომისარი შეშფოთებულია

საქართველოში ვიზიტით მყოფმა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ნავანეთე პილეიმ განაცხადა, რომ კვლავაც შეშფოთების საგანია ის ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება ფარული მიყურადებისა თუ ვიდეოჩანაწერების თაობაზე. "მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო პროცესები, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, იყოს სამართლიანი, გამჭვირვალე, თავისუფალი და არანაირი კავშირი არ ჰქონდეს პოლიტიკურ შურისძიებასთან. მთავრობამ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა ადამიანის უფლებათა დაცვისა და ასევე პოლიტიზებული და გაუმართავი სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის. ეს გახლავთ უმაღლესი ამოცანა, რომლის განხორციელებასაც დრო სჭირდება. თუმცა, უკვე პროგრესი არის", - აღნიშნა პილეიმ.