"ხელი მე უნდა მომეწერა"
26-05-2014
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს. თუმცა, დასძენს, რომ ამ საკითხს "არ გამოედავება". "მიმაჩნია, რომ პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი, გამომდინარე იქიდან, რომ ხელშეკრულება მოიცავს როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებაში განსახორციელებელ პროცესებს", - განაცხადა მარგველაშვილმა. პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით კი, მთავრობასა და გუნდთან მსჯელობის შემდგომ გადაწყდა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს ის მოაწერს. მისი თქმით, ამ საკითხზე კონსულტაციები პრეზიდენტთან არ გამართულა (სიუჟეტი იხ.
www.palitratv.ge-ზე).

tamo
27 მაისი 2014 22:28
ორივეს პატივს ვცემ, მაგრამ ასეთი ბავშვური კინკლაობა არცერთს ეკადრება!

წესი რაც არის, ის დაიცვან და თავს სასაცილოდ ნუ აგდებინებენ ჩასაფრებულ ნაცებს!
დასხდნენ ერთად, წინ დაიდონ თვის, წლის მთავარი შეხვედრების ნუსხა და მშვიდად შეთანხმდნენ, თუ რომელზე რომელმა მოაწეროს ხელი. ან ამას "შეთანხმება" რად უნდა? ცალკ-ცალკე რომელს რა ფუნქცია აქვს, კანონში არაა გაწერილი?
სირცხვილია ასეთი ბავშვობა. არცერთ ქვეყანაში არ აქვს პრეცედენტი ასეთ კინკლაობას.


რედაქტორის რჩევით