"ხელი მე უნდა მომეწერა" - კვირის პალიტრა

"ხელი მე უნდა მომეწერა"

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს. თუმცა, დასძენს, რომ ამ საკითხს "არ გამოედავება". "მიმაჩნია, რომ პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი, გამომდინარე იქიდან, რომ ხელშეკრულება მოიცავს როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებაში განსახორციელებელ პროცესებს", - განაცხადა მარგველაშვილმა. პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით კი, მთავრობასა და გუნდთან მსჯელობის შემდგომ გადაწყდა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს ის მოაწერს. მისი თქმით, ამ საკითხზე კონსულტაციები პრეზიდენტთან არ გამართულა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).