პატრიარქის მოწოდება
24-05-2014
პატრიარქის მოწოდება
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II შვილებს მშობლების პატივისცემისკენ მოუწოდებს. "გვახსენდება სიტყვები ათი მცნებიდან: "პატივი ეც მამასა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა". ეს არის უდიდესი მადლი, უდიდესი წყალობა ღვთისა, როცა შვილი პატივს და თაყვანს სცემს თავის მშობელს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის შვილი ბედნიერი იქნება. ეს არის გზა მშვიდობისკენ, ეს არის გზა ბედნიერებისაკენ. ჩვენ ძალიან ხშირად ვუსურვებთ ერთმანეთს ბედნიერებას. აი, აქედან
უნდა დაიწყოს ადამიანმა ბედნიერებისაკენ სვლა. არის შემთხვევა, როცა მშობელი აღარ ახსოვს შვილს, შვილებს. დიდ განსაცდელში ვარდება ასეთი შვილი", - ბრძანა პატრიარქმა ქადაგებისას (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით