ალილო თბილისში - კვირის პალიტრა

ალილო თბილისში

შობის დღესასწაულზე ტრადიციული ალილო "ვარდების მოედნიდან" დაიწყო.

მსვლელობის მონაწილეებმა გაიარეს რუსთაველის პროსპექტი, თავისუფლების მოედანი, პუშკინის ქუჩა. ალილოს მონაწილეთა ერთი ჯგუფი საპატრიარქოში მივიდა. იქ მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შეხვდა, დალოცა  და ტკბილეული გადასცა.

ალილოში მონაწილეებს გზადაგზა მოსახლეობა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემდა. ყოვლადწმინდა სამებაში მიტანილი შემოწირულობები ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში განაწილდება.