ავალიანი მინისტრის მოადგილედ დაინიშნა - კვირის პალიტრა

ავალიანი მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ჟურნალისტი ნიკა ავალიანი დიასპორასთან ურთიერთობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაპუნა დავითაიას მოადგილედ დაინიშნა. ნიკა ავალიანი ბოლოს

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" დილის გადაცემაში, მანამდე კი "რუსთავი 2"-ში "ბიზნესკურიერის" წამყვანად მუშაობდა. მის სახელს უკავშირდება "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ოპოზიციის საპროტესტო აქციების დროს მომხდარი ინციდენტი, როდესაც ოპოზიციის აქტივისტებმა ავალიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ ინციდენტს გაგრძელება 6 მაისს პოლიციის სამმართველოსთან მოჰყვა. მოგვიანებით დაპირისპირებული ახალგაზრდები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შეარიგა.