"ალიანსი" კონსულტაციებს მართავს - კვირის პალიტრა

"ალიანსი" კონსულტაციებს მართავს

ირაკლი ალასანიას განცხადებით, "ალიანსს" პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციები აქვს, თუმცა "დაიცავი საქართველოს!" ან "ქართული აკადემიის" "ალიანსში" შესვლა

არ იგეგმება. "ვფიქრობთ, კოორდინაციის რა რეჟიმში გადავიდეთ იმისთვის, რომ გაზაფხულზე არჩევნებისთვის მზად ვიყოთ. "ალიანსის" გაფართოებაზე საუბარი არ არის, საუბარია პარტნიორულ რეჟიმზე", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. მისივე თქმით, "ქართული აკადემია" და "დაიცავი საქართველო!" ღირსეული ადამიანების დაარსებული საზოგადოებრივი ორგანიზაციებია, რომლებიც, მისი ვარაუდით, არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არ გაერთიანდებიან. "მათ თავიანთი ღირებულებები, ფასეულობები და შეხედულებები აქვთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ჩვენ მათ ანგარიშს ვაბარებთ ჩვენი აქტიურობის შესახებ", - აღნიშნა ალასანიამ.