ენგურის ხიდზე მიმოსვლა გამკაცრდება - კვირის პალიტრა

ენგურის ხიდზე მიმოსვლა გამკაცრდება

ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერ პაატა დავითაიას განცხადებით, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე, ენგურის ხიდზე სპეციალური აპარატურის დამონტაჟება

იგეგმება, რომლის მეშვეობით მოქალაქეების იდენტიფიცირება თითის ანაბეჭდებით მოხდება.  "ენგურზე საქართველოს მოქალაქეებისთვის გადაადგილების გამკაცრებული ზომები 1-ელი თებერვლიდან იგეგმება", - განაცხადა დავითაიამ. ოფიციალური თბილისი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის მიმოსვლის შეზღუდვაზე რეაგირებას საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად გეგმავს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ  განაცხადა, მოსახლეობას ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევით აიძულებენ, რუსეთის მოქალაქეობა და პასპორტები მიიღონ. "ბუნებრივია, შევეცდებით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში დავაყენოთ ეს საკითხი, როგორც კიდევ ერთი დასტური რუსული პოლიტიკისა, რომელიც მიმართულია მთლიანად ამ რეგიონების სრული ასიმილაციისკენ", - დასძინა დავით ბაქრაძემ.ენგურის ხიდზე მიმოსვლა გამკაცრდება

ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერ პაატა დავითაიას განცხადებით, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე, ენგურის ხიდზე სპეციალური აპარატურის დამონტაჟება იგეგმება, რომლის მეშვეობით მოქალაქეების იდენტიფიცირება თითის ანაბეჭდებით მოხდება.  "ენგურზე საქართველოს მოქალაქეებისთვის გადაადგილების გამკაცრებული ზომები 1-ელი თებერვლიდან იგეგმება", - განაცხადა დავითაიამ. ოფიციალური თბილისი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის მიმოსვლის შეზღუდვაზე რეაგირებას საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად გეგმავს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ  განაცხადა, მოსახლეობას ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევით აიძულებენ, რუსეთის მოქალაქეობა და პასპორტები მიიღონ. "ბუნებრივია, შევეცდებით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში დავაყენოთ ეს საკითხი, როგორც კიდევ ერთი დასტური რუსული პოლიტიკისა, რომელიც მიმართულია მთლიანად ამ რეგიონების სრული ასიმილაციისკენ", - დასძინა დავით ბაქრაძემ.