ქართული დოკუმენტები აღარ მოქმედებს - კვირის პალიტრა

ქართული დოკუმენტები აღარ მოქმედებს

ახალგორის რაიონის ადმინისტრაციულ საზღვარზე 10 იანვრიდან ქართულენოვანი დოკუმენტები აღარ მოქმედებს. ახალგორის მოსახლეობის ცნობით, ოსურ და რუსულ

საგუშაგოებზე წინასწარ იყო გამოკრული განცხადება, რომ "10 იანვრიდან ქართული პირადობისა და დაბადების მოწმობები საზღვრის გადაკვეთისას აღარ გამოიყენება". ახალგორის რაიონის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთისას მოსახლეობას ქართული პირადობის მოწმობების ნოტარიულად დადასტურებული რუსული თარგმანის წარდგენა მოუწევს. როგორც მოსახლეობა აცხადებს, ე.წ. საზღვრის გადაკვეთისას ქართული პირადობის მოწმობების რუსულად თარგმნილი ასლების წარდგენა იმისთვის მოსთხოვეს, რომ რუს მესაზღვრეებს წაკითხვის საშუალება მიეცეთ.