ავიარეისი წელიწად-ნახევრის შემდეგ - კვირის პალიტრა

ავიარეისი წელიწად-ნახევრის შემდეგ

2008 წლის აგვისტოს შემდეგ რუსეთთან შეწყვეტილი საჰაერო მიმოსვლა დროებით აღდგა -  8 იანვარს მოსკოვის მიმართულებით ავიაკომპანია "აირზენას"

თვითმფრინავი გაფრინდა. პირველ ჩარტერულ ავიარეისს, რომელიც "აირზენამ"  წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ შეასრულა, მოსკოვში 85 მგზავრი გაჰყვა. ბილეთის მინიმალური ფასი 170 ევროს შეადგენდა.

ჩარტერულ რეისს თბილისი-მოსკოვი-თბილისი "აირზენა" მომდევნო ორ დღესაც ასრულებდა. რუსეთის საავიაციო ხელისუფლების შესაბამისი ნებართვის შემთხვევაში, რეისი 16, 20 და 24 იანვარსაც შესრულდება. ავიაკომპანია "აირზენამ" ბოლო რეისი მოსკოვში 2008 წლის 8 აგვისტოს შეასრულა.