ავიარეისი წელიწად-ნახევრის შემდეგ
2008 წლის აგვისტოს შემდეგ რუსეთთან შეწყვეტილი საჰაერო მიმოსვლა დროებით აღდგა - 8 იანვარს მოსკოვის მიმართულებით ავიაკომპანია "აირზენას"
თვითმფრინავი გაფრინდა. პირველ ჩარტერულ ავიარეისს, რომელიც "აირზენამ" წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ შეასრულა, მოსკოვში 85 მგზავრი გაჰყვა. ბილეთის მინიმალური ფასი 170 ევროს შეადგენდა.
ჩარტერულ რეისს თბილისი-მოსკოვი-თბილისი "აირზენა" მომდევნო ორ დღესაც ასრულებდა. რუსეთის საავიაციო ხელისუფლების შესაბამისი ნებართვის შემთხვევაში, რეისი 16, 20 და 24 იანვარსაც შესრულდება. ავიაკომპანია "აირზენამ" ბოლო რეისი მოსკოვში 2008 წლის 8 აგვისტოს შეასრულა.