ანქვაბი გადააყენეს
02-06-2014
აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის საგანგებო სხდომაზე დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი თანამდებობიდან გადააყენეს. ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად სახალხო კრების თავმჯდომარე ვალერი ბღანბა დაინიშნა. სხდომაზე 2014 წლის 24 აგვისტოს "საპრეზიდენტო" არჩევნების ჩატარებაც გადაწყდა. "პრეზიდენტის" გადაყენების შესახებ გადაწყვეტილებას მხარი 24-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთმა თავი შეიკავა. ოპოზიციის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ ამ გადაწყვეტილებას "ისტორიული" უწოდა - "რამდენიმე მძიმე დღის შემდეგ, როგორც იქნა, სასურველ შედეგამდე მივედით. იმედია, ეს გადაწყვეტილება გააერთიანებს ჩვენს გახლეჩილ საზოგადოებას". აფხაზეთის ცენტრალურ საარჩევნო
კომისიას დაევალა აუცილებელი ღონისძიებების გატარება რიგგარეშე არჩევნების ჩასატარებლად.   

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით