ტრაგედია ვაკეში - კვირის პალიტრა

ტრაგედია ვაკეში

ვაკეში, შროშის ქუჩაზე, ტრაგედია დატრიალდა. 31 მაისს, გამთენიისას მეცხრეკლასელი გოგონა ლიზი ლაშხი საცხოვრებელი სახლის მე-10 სართულიდან გადახტა. მომხდარის შემდეგ გოგონას დედამაც სცადა თვითმკვლელობა, ისიც აივნიდან გადახტა, თუმცა გადარჩა და საავადმყოფოში იმყოფება. გოგონა დედისერთა იყო. მეზობლების თქმით, ლიზი ლაშხი წვეულებიდან ღამის ორ საათზე დაბრუნდა, სავარაუდოდ, დაგვიანების გამო დედასთან კონფლიქტი მოუვიდა. ფაქტის ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით: "ღამით მოპირდაპირე კორპუსიდან ჩხუბის ხმა გაისმა, აივანზე გამოსულმა დავინახე, როგორ გადმოვარდა გოგონა, რომელიც ჯერ მანქანას, შემდეგ კი მიწას დაენარცხა". შსს-ს განმარტებით, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.