ვასაძე დებატებს ითხოვს - კვირის პალიტრა

ვასაძე დებატებს ითხოვს

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ანტიდისკრიმინაციული კანონის თაობაზე გიორგი მარგველაშვილს, დავით უსუფაშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს დებატებში იწვევს. "დათო უსუფაშვილი დებატებში ადრე რომ გამოვიწვიე, "მაესტრომ" მომწერა, თინა ხიდაშელია მზად დებატებისთვისო. თინას უთქვამს, - ლევან ვასაძეს ჩემს ქმართან ურთიერთობა ბევრი მოუვა, მე მას კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილებს უფასოდ ჩავუტარებო. ეტყობა, ავიწყდებათ, რომ ეგენი ხალხის მიერ არჩეულები კი არა, ერთი კაცის დანიშნულები არიან. ახალი წინადადება მაქვს: დასხდნენ დებატებში ჩემთან დათო უსუფაშვილი, ჩემი ძმაკაცი გიორგი მარგველაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან მესიმპათიურება, მიუხედავად ამ საზიზღარი კანონისა", - განაცხადა ვასაძემ (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).