შენობის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა - კვირის პალიტრა

შენობის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

ორთაჭალაში, გულიას ქ. #3-ში მდებარე ცხრასართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევებში "ალიზის" 4 თანამშრომელი მოყვა. მაშველებმა თავდაპირველად

სამი გვამი აღმოაჩინეს, სამდღიანი ძებნის შემდეგ კი ნანგრევებში მეოთხე გარდაცვლილიც იპოვეს.

როგორც თბილისის მერის მოადგილე ნიკო ხაჩირიშვილმა განაცხადა, შპს ""ალიზი"" სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვების საფუძველზე ატარებდა. ნგრევის მიზეზები ჯერ უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება (იხ. გვ. 4).