გახარია დარბაისელის ნაცვლად - კვირის პალიტრა

გახარია დარბაისელის ნაცვლად

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად გოგი გახარია დაინიშნა. ეს თანამდებობა მას მერე გახდა ვაკანტური, რაც პრემიებთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ უწყების ხელმძღვანელობიდან დიმიტრი დარბაისელი გადადგა. გოგი გახარია დარბაისელის ერთ-ერთი მოადგილე იყო. გასული წლის დეკემბერში ამ უწყებაში პრემირებულთა სიას სწორედ ის უდგას სათავეში. მან ერთ თვეში პრემიიის სახით 39.130 ლარი აიღო.