"როგორ ბედავთ ქუჩაში სიარულს"
02-06-2014
"ლიტერატურულ კაფეში შემოვედით მე და ნოდარ ლადარია, სადაც დაგვხვდა ჩვენი მეგობარი თორნიკე შარაშენიძე. 10-15 წუთის შემდეგ ორი ადამიანი, რეზო თაბუკაშვილი და გიორგი მგელაძე მოცვივდნენ. თაბუკაშვილს ხელში ეჭირა ჩაის ჭიქა და მდუღარე სახეში შეასხა ნოდარს. მე კი ისე, რომ ადგომა ვერ მოვასწარი, ჭიქა რამდენჯერმე ჩამარტყა თავში. მითხრეს, როგორ ბედავთ ქუჩაში სიარულს, როგორ შემოდიხართ აქ, გაეთრიეთ აქედანო!" - ასე იხსენებს აბაშიძეზე მომხდარ ინციდენტს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი. საქალაქო სასამართლომ ზურაბ
ჭიაბერაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულ მწერალ რეზო თაბუკაშვილ-უმცროსს აღმკვეთ ღონისძიებად 2.000- ლარიანი გირაო შეუფარდა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით