წინასაარჩევნო პრიზმაში - კვირის პალიტრა

წინასაარჩევნო პრიზმაში

არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც წინასაარჩევნო გარემოს აკვირდებიან, დარღვევების შესახებ ერთობლივი განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ 10 საარჩევნო ოლქში 32 კანდიდატზე ზეწოლა განხორციელდა, რათა მათ მოეხსნათ კანდიდატურები. ზეწოლის ობიექტები ძირითადად არიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ შსს-ს და მთავარ პროკურატურას, შეისწავლონ ეს ფაქტები და აღკვეთონ  საარჩევნო კანდიდატებსა თუ პარტიების აქტივისტებზე ზეწოლა.