პრემიერსაც სიცოცხლის ბოლომდე დაიცავენ - კვირის პალიტრა

პრემიერსაც სიცოცხლის ბოლომდე დაიცავენ

საქართველოს პრეზიდენტის გარდა, უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, სიცოცხლის ბოლომდე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური პრემიერ-მინისტრსა და მისი ოჯახის წევრებსაც დაიცავს. შესაბამისი ცვლილება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტს "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე" მიღებულ დადგენილებაში შევიდა. ამავე ცვლილებების ფარგლებში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სტრუქტურულ დანაყოფებს კიდევ ერთი -  საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაცვის დეპარტამენტი დაემატა.